კორპორაციამ Apple-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ახალი Mac Pro კომპიუტერების წარმოებას ჩინეთიდან აშშ-ში ტეხასის დედაქალაქ ოსტინში გადაიტანს. მისი წარმოება ასევე მოხდება შტატების სხვა ქალაქებშიც.
აღნიშნული ნაბიჯით კომპანია იწყებს მის მიერ აღებული ვალდებულების შესრულებას, რომლის თანახმად მან 2023 წლისთვის 350 მილიარდი დოლარის ინვესტირება უნდა მოახდინოს ამერიკის ეკონომიკაში.
რაც შეეხება კომპანიის სხვა პროდუქტებს, მათ შორის, სმარტფონების წარმოებას შტატებში გადმოტანას, ანალიტიკოსების თქმით, ეს წამგებიანი იქნება კომპანიისთვის, ვინაიდან ამერიკაში აწყობილი iPhone მომხმარებელს ორჯერ ძვირი დაუჯდება. ამის ნაცვლად კომპანია წარმოების გადატანას ჩინეთიდან გეგმავს სხვა განვითარებად ქვეყნებში, მაგალითად, ინდოეთში, მალაიზიასა და მექსიკაში.