აგვისტოში კომერციული ბანკების აქტივები 571.5 მლნ ლარით გაიზარდა, - კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
სებ-ის მონაცემებით, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 571.5 მლნ ლარით, ანუ 1.3 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.4 პროცენტით) და 2019 წლის პირველი სექტემბრისათვის 44.9 მლრდ ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.4 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.1 პროცენტია.
ცნობისთვის, 2019 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.