სოციალურ ქსელში, თუ სამოსისა და აქსესუარების საწარმო NOA -ს მოძებნით, ნახავთ, რომ მას საკუთარი ინდივიდუალური ხაზი აქვს.
განსაკუთრებით საინტერესოა, სამოსი 40+ ქალებისთვის, ისევე როგორც სპორტული ხაზი, რომელიც ახალგაზრდებზეა გათვლილი. NOA -ს სამოსს ნახავთ ბერლინის მოდის კვირეულზეც, რაშიც ცოტაოდენ ქართულ სტილს და განსაკურებით ქალურობას აღმოაჩენთ.
ყველაზე საოცარი კი საწარმო NOA -ს შექმნის ისტორიაა, რომელიც პროფესიით ფარმაცეფტმა, გორემა გოგომ 1 საკერავი მანქანით დაიწყო.
მარიამ პაპიტაშვილი პროფესიით ფარმაცევტია, თუმცა ბავშვობის ოცნება დიზაინერობა და საკუთარი სამოდელო ატელიეს ფლობა იყო და სკოლის ასაკიდან მიყოლებული სურვილი ჰქონდა ისეთი სამოსი შეექმნა, რომელიც განსაკუთრებულად წარმოაჩენდა ქალურობას.
სწავლის დასრულების შემდეგ მარიამმა ერთი საკერავი მანქანით და საკუთარი ძალებით დაწყო მშობლიურ ქალაქში მუშაობა, თუმცა არც ტექნიკური აღჭურვილობა ჰქონდა და არც კლიენტების სიმრავლით არ გამოირჩეოდა მისი ბიზნესი.
ახალგაზრდა სტარტაპერმა გადაწყვიტა საკუთარი შესაძლებლობა ფონდ კრისტალისა და USAID-ის პროექტ „Yes Georgia”-ში გამოეცადა და წარმატებული გასაუბრებისა შემდეგ „მეწარმეთა სკოლის“ სტუდენტიც გახდა. ახალგაზრდა დიზაინერმა გარდა იმისა, რომ თეორიული ცოდნა შეიძინა, პროექტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერაც მიიღო და Yes Georgia-ს ერთ-ერთი წარმატებული ბენეფიციარი გახდა.
„პროგრამაში მონაწილეობამდე, მხოლოდ 1 საკერავი მანქანა მქონდა და რამდენიმე კლიენტი... ტრენინგ კურსი, ფინანსური მხარდაჭერა და მენტორინგის პროგრამა, რომელიც განხორციელდა YES-Georgia-ს მიერ, დამეხმარა გამეზარდა ჩემი ბიზნესი და რამდენიმე თვეში საკუთარი სამკერვალოს გახსნაც კი შევძელი. შემდეგ უკვე შევქმენი საკუთარი კოლექცია და ჩვენებებში მონაწილეობაც მივიღე“ - ამბობს ახალგაზრდა მეწარმე მარიამ პაპიტაშვილი.
„ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა’’, 2016 წელს ფონდ კრისტალისა და USAID-ის პროექტ „Yes Georgia” -ს ფარგლებში შეიქმნა. სკოლა გასულ წლებში სულ 574-მა ახალგაზრდამ დაამთავრა. ბიზნეს პროეტი კი 225-მა კურსდამთავრებულმა წარადგინა, საიდანაც, მარიამის მსგავსად 55-მა მიიღო თანადაფინანსება. პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) უწევს.
„ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში’’ მიღება წელსაც მიმდინარეობს და განცადების შევსება 1 ოქტომბრამდე გრძელდება.