საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და ორგანზიაციის ახალ აღმასრულებელ დირექტორად კრისტალინა გეორგიევას კანდიდატურა დაამტკიცა. ამის შესახებ თავად ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
მისი არჩევა 5-წლიანი ვადით მოხდა და გეორგიევა უფლებამოსილების შესრულებას 1-ლი ოქტომბრიდან შეუდგება. გეორგიევამ აღნიშნულ თანამდებობაზე კრისტინ ლაგარდი ჩაანაცვლა. აღსანიშნავია, რომ გეორგიევა IMF-ს არსებობის ისტორიაში პირველი ხელმძღვანელია განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნიდან. ბულგარეთში დაბადებული გეორგიევა იყო ერთადერთი კანდიდატი ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე.
66 წლის გეორგიევა პროფესიით ეკონომისტია. ის 2010-2016 წლებში ევროკომისიის წევრი იყო. ამავდროულად, იკავებდა ევროკომისარის პოსტს კრიზისული მართვისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მიმართულებით 2010-2014 წლებში. 2017 წელს ის გახდა აღმასრულებელი დირექტორი მსოფლიო ბანკის, მან ეს ორგანიზაცია 2019 წელის აგვსიტოში დატოვა მას შემდეგ, რაც მისი კანდიდატურა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინეს.