მსოფლიოს უმსხვილესი ონლაინ აუქციონის eBay Inc-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი დევინ ვენიგი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
ვენიგი eBay-ის სათავეში 2015 წლიდან უდგას. მისი გათავისუფლების მიზეზებზე კომპანიაში არ საუბრობენ . მის ადგილზე დროებით შემცვლელად კომპანიის მთავარი ფინანსური დირექტორი და ამ კომპანიაში ყველაზე დიდი სტაჟის მქონე ვიცე-პრეზიდენტი სკოტ შენკელი დაიკავებს. თავად შენკელს კი ფინანსური დირექტორის პოსტზე ვასევე ვიცე-პრეზიდენტი ენდი კრინგი ჩაანაცვლებს, რომელიც ფინანსური დაგეგმარებისა და ანალიზის მიმართულებას კურირებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალ დირექტორს კომპანია შიგნით შეარჩევს.
ამავდროულად, კომპანიამ 2019 წლის შემოსავლების პროგნოზი გამოაქვეყნდა, რომელიც 2-3 პროცენტიან კლებას ითვალისწინებს. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების ფონზე კომპანიის აქციებმა საფონდო ბირჯაზე გაუფასურება დაიწყო, ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე მისი კაპიტალზიაცია შემცირებულია 40%-ით 33,2 მილიარდ დოლარამდე.