ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა. „ლელოს“ ახალი წევრები არიან: 1. ალექს ბოლქვაძე - ადვოკატი; 2. ნიკა ჩერქეზიშვილი - პოეტი; 3. ამირან ფაჩუაშვილი - ადვოკატი; 4. თამარ შავგულიძე - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი; 5. ნია ჭაჭიაშვილი - მასწავლებელი; 6. ბექა მიქაძე - ახალგაზრდა გამომგონებელი; 7.ვახტანგ კონტრიძე - ახალგაზრდა გამომგონებელი; 8.ქეთევან მატაბელი- მხატვარი, გრაფიკოსი, სცენოგრაფი; 9. ნინო თელია - კონსტიტუციონალისტი; 10. ვასილ ჭეიშვილი - ექიმი, მედიცინის დოქტორი; 11. გიორგი წურწუმია - ჰიდროინჟინერი; 12. თამაზ ბუთხუზი - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ფილოსოფოსი, პროფესორი.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას ორგანიზაციის პირველი 12 წევრი გასულ კვირას წარუდგინა. ესენი არიან: ლანა გალდავა, ლევან ბოძაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, კახა კოჟორიძე, მედეა მეტრეველი, გია გუგუშვილი, საბა ბუაძე, გიგლა მიქაუტაძე, ქეთევან ენუქიძე, ელენე მელიქიშვილი, გია მორდებაშვილი, დავით გელაშვილი.