„ბიზნეს ლიგა კარტინგში“ - შემოდგომის სესია 2019

შეჯიბრების ორგანიზატორი - რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი

მონაწილეები - საქართველოს 12 წამყვანი კომპანიის თანამშრომელი, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში არ ფლობდნენ მრბოლელის ლიცენზიას

შეჯიბრების ვადები:

მონაწილეთა რეგისტრაციის ბოლო ვადა - 15 ოქტომბერი

ფინალი - 20 ოქტომბერი

კომპანიის მონაწილეობის საფასური -1500 ლარი.

I ადგილი

გამარჯვებული მიიღებს თასს, პირველი ადგილის მედალსა და დიპლომს;

300 ლარიან ვაუჩერს კარტინგებზე;

2 ადამიანის გასეირნება დიდ ტრაკზე ფორმულა ტაქსით;

II ადგილი

მეორე ადგილზე გასული მიიღებს შესაბამისი ადგილის მედალსა და და დიპლომს ;

200 ლარიან ვაუჩერს კარტინგებზე;

2 ადამიანის გასეირნება დიდ ტრაკზე ფორმულა ტაქსით;

III ადგილი

მესამე ადგილზე გასული მიიღებს შესაბამისი ადგილის მედალსა და და დიპლომს;

100 ლარიან ვაუჩერს კარტინგებზე;

2 ადამიანის გასეირნება დიდ ტრაკზე ფორმულა ტაქსით;

კარტინგის ჩემპიონატში მონაწილეობა და პირობები:

მონაწილეთა რაოდენობა კომპანიიდან მაქსიმუმ 12 ადამიანი, რომელთაგანაც ამოირჩევა 2 საუკეთესო და გადავა ფინალში. თითოეული იბრძოლებს კომპანიის სახელით პირველობისათვის. მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა პროფილისა და მიმართულების კომპანიები. იქნება დაჯილდოვება და საზეიმო დახურვა.

შეჯიბრების ვადები: მონაწილეთა რეგისტრაციის ბოლო ვადა - 15 ოქტომბერი. პირველი საშეჯიბრო პერიოდი 19 ოქტომბრამდე ფინალი - 20 ოქტომბერი.

კომპანიის მონაწილეობის საფასური -1500ლარი (თანამშრომლების რაოდენობის შემცირება არ იწვევს საერთო თანხის შემცირებას.). კარტინგის ჩემპიონატი გაიმართება ჩვენს ახალ "კარტინგის პროფესიონალურ ტრეკზე" ,

იხილეთ პირველი ბიზნეს ლიგის ლინკი: https://www.facebook.com/Rustavi1/videos/339888086744854/

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 557 522 220

(R)