ხორბლის ავტომობილებით იმპორტი აღარ აიკრძალება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ზაფხულის მიწურულს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლითაც ქვეყანაში ხორბლის, მესლინის, ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის იმპორტი საავტომობილო გზით აიკრძალებოდა.
ამ გადაწყვეტილებამ 2018 წლის სექტემბერში ავტომანქანით ხორბლის გადამზიდავთა პროტესტი გამოიწვია და შედეგად, ბრძანების ძალაში შესვლა 2019 წლის 1 ოქტომბრამდე გადავადდა.
თუმცა, როგორც დღეს ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, მოგვიანებით, ფინანსთა მინისტრის აღნიშნული ბრძანება გაუქმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1-ლი ოქტომბრიდან ხორბლის ავტომანქანით შემოტანა ქვეყანაში აღარ აიკრძალება.