„სან ანდრეასი“ გალში - როგორ მოახერხა ახალგაზრდა ქალმა ოკუპირებულ რეგიონში ბიზნესის დაწყება

ოკუპირებულ გალში ბიზნესის დაწყებას რომ გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება, ფაქტია, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგობებს არ უშინდებიან და საქმეს აკეთებენ. ერთ-ერთი ასეთი არის 29 წლის ახალგაზრდა ქალი, რომელმაც, მიუხედავად რეგიონში არსებული სიტუაციისა, ბიზნესი დაიწყო. თამარ ძანძავამ გალში სათბური ააშენა, სადაც ესპანური ჯიშის მარწყვი „სან ანდრეასის“ მოჰყავს.

თამარ ძანძავას დღეს 750 ძირი „სან ანდრეასი’’ გაშენებული აქვს 200 კვადრატულ მეტრ სათბურში. მოყვანილ პროდუქციას კი მიმდებარე სოფლების მაღაზიებში ყიდის.

„აფხაზეთში ნაკლებადაა კარგი ხარისხის მარწყვი, რომელსაც მისაღებ ფასში შეიძენ. მარწყვი უმეტესად შემოაქვთ რუსეთიდან ან დანარჩენი საქართველოდან. ე.წ. საბაჟოზე დაწესებული მაღალი მოსაკრებლის გამო, ადგილზე მარწყვის ფასი ორმაგდება. მაღაზიებს არ აქვთ საშუალება წლის ნებისმიერ დროს შეიძინონ მარწყვი ადგილობრივი გლეხიდან თუ სასათბურე მეურნეობიდან და შემდეგ მისი რეალიზაცია მოახდინონ“, - ამბობს თამარ ძანძავა.

ახალგაზრდა ფერმერმა ყველაფერი მცირე ზომის სათბურიდან დაიწყო. ამბობს, რომ მოგვიანებით გაიგო პროექტ „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის’’ შესახებ და დაფინანსებაზე სპეციალური აპლიკაციაც შეავსო. 2019 წლის მაის-ივნისში თამარ ძანძავამ გაიარა სამეწარმეო ტრენინგები USAID-ის YES-Georgia-ს პროექტის ფარგლებში ’’ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში’’ და წარადგინა თავისი ბიზნეს გეგმა დასაფინანსებლად, რომელიც გულისხმობდა სათბურისთვის სათანადო აღჭურვილობის შეძენას, რის შემდეგაც შეძლებდა 1500 ძირის ტერასებად დამატებას, რაც საშუალებას მისცემდა მიეღო სამჯერ მეტი მოსავალი. სათბურის მასშტაბების გასაზრდელად ფერმერმა 4,000 ლარის ოდენობით დაფინანსება მიიღო და ბიზნესის გაფართოება დაიწყოს.

„ნერგები ისე მაქვს დარგული, რომ ოთხივე სეზონზე თანაბარი რაოდენობით მომყავს მოსავალი. ჩემ სამომავლო გეგმებშია, რომ „სან ანდრეასი“ გაყიდოს არა მატრო გალსა და გალის სოფლებში, არამედ ბიჭვინთაში, სოხუმსა და გაგრაში“, - ამბობს თამარ ძანძავა.