დღეს, თბილისში, „ნიკორა“ კიდევ ერთ ახალ სუპერმარკეტს გახსნის

დღეს, ქართულ ბაზარზე მოქმედ ყველაზე მრავალრიცხოვან “ნიკორას“ სუპერმარკეტების ქსელს კიდევ ერთი სუპერმარკეტი შეემატება.

„ნიკორა“ ახალ, საქართველოს მასშტაბით 94-ე სავაჭრო ობიექტს თბილისში, კერძოდ, ვარკეთილის რაიონში ხსნის. სუპერმარკეტი, რომლის მისამართია: ვარკეთილი 3, 3ა მიკრორაიონი 19:00 საათზე საზეიმო ვითარებაში გაიხსნება და ადგილობრივ მოსახლეობას კვების პროდუქტების, ჰიგიენის საშუალებებისა და სხვა ყოველდღიური მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთების ფართო არჩევანს შესთავაზებს.

სუპერმარკეტის გახსნის ცერემონიალი, უკვე დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, მხიარულ გარემოში - მუსიკის, გიგანტური „თოჯინების“ და შოუს ელემენტების თანხლებით ჩაივლის. შეკრებილ მოსახლეობას კომპანიის წარმოებული პროდუქციის დაგემოვნების შესაძლებლობაც ექნება.

სავაჭრო ობიექტის მომსახურებით სარგებლობა 24 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

( R )