ჩინეთის პოლიციამ ჩხრეკისას ქალაქ გუანჯოუს ყოფილი მერის ჯან ცის სახლში 13,5 ტონა ოქროს ზოდები აღმოაჩინა. არაოფიციალური მონაცემებით, ქალაქის ყოფილი ხელმძღვანელის სახლის სარდაფში დიდი რაოდენობით ნაღდი ფულიც იპოვეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფულის, ოქროს, ფერწერული ნამუშევრებისა და ანტიკვარიატის გატანას ყოფილი ჩინოვნიკის სახლიდან, რამდენიმე სამხედრო სატვირთო მანქანა დასჭირდა.
57 წლის ჯან ცი შესაძლოა სიკვდილით დასაჯონ.
ამ ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.