„მაკდონალდსი“ ონტარიოს რესტორნების მენიუში ვეგანურ ბურგერს შეიტანს

“მაკდონალდსი“ სამხრეთ-დასავლეთ ონტარიოს 28 რესტორანში, ბურგერში ხორცის ნაცვლად, მცენარეზე დამზადებულ მასალას გამოიყენებს.

Eurenews-ის ინფორმაციით, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, „მაკდონალდსი“ ვეგანური ბურგერის დასამზადებლად რომელ კომპანიასთან ითანამშრომლებს.

ახალი ვეგანური ბურგერის სახელი იქნება P.L.T, რომელიც სალათის ფურცლის, პომიდვრისა და ხორცის მცენარეულ შემცვლელს შეიცავს.

მარიამ მენაბდიშვილი