ნათია თურნავა ტყიბულში ჩავიდა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ტყიბულში ჩავიდა. თურნავა ცოტა ხნის წინ შახტიდან ამოსულ რამდენიმე მეშახტეს შეხვდა.

ამ წუთებში მინისტრი შახტის ადმინისტრაციაში, კომპანიის ხელმძღვანელობას, პროფკავშირების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრა.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრს ტყიბულში ჩასვლა და მეშახტეების პრობლემების მოგვარება პრემიერმა გიორგი გახარიამ დაავალა.