საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წევრებს შეხვდნენ, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მრჩეველი კორსტიან ქული ხელმძღვანელობს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, კერძოდ საგადასახადო ადმინისტრირების ფუნქციის გაძლიერებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში სავალუტო ფონდის წარმომადგენლები საქართველოში ორი კვირის განმავლობაში იმუშავებენ.