საუდის არაბეთი უცხოელი ტურისტებისთვის ვიზების გაცემას იწყებს

საუდის არაბეთი საერთაშორისო ტურისტებისთვის საზღვარს პირველად ხსნის, რათა ნავთობზე არსებული ეკონომიკური დამოკიდებულება შეამციროს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დღეს სამეფო 49 ქვეყნისთვის სავიზო რეჟიმს დააწესებს და ქალი ვიზიტორებისთვის ჩაცმასთან დაკავშირებულ მკაცრ აკრძალვებს შეარბილებს.

საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრმა აჰმად ალ-ხატებმა მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის „ისტორიული მომენტი“ უწოდა.

სამეფო იმედოვნებს, რომ ტურიზმის ინდუსტრიაში უცხოურ ინვესტიციებსაც მოიზიდავს. საუდის არაბეთს სურს, რომ 2030 წლისთვის მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის პროცენტული მაჩვენებელი 3%-დან 10%-მდე გაიზრდება.

„ვიზიტორები გაოცდებიან იმ საგანძურით, რომელსაც ჩვენ მათ გავუზიარებთ“, - განაცხადა ტურიზმის მინისტრმა.

BBC-ის ინფორმაციით, უცხოელ ვიზიტორ ქალებს ადგილობრივების მსგავსად სხეულის სრულად დამფარავი სამოსის ტარება არ მოუწევთ, თუმცა მაინც მოკრძალებულად უნდა ჩაიცვან.

ამასთან, ქვეყანაში მარტო მოგზაური ქალებისთვის აკრძალვები არ იქნება.

„ჩვენ გვაქვს კულტურა. გვჯერა, რომ მეგობრები და ჩვენი სტუმრები ამ კულტურას პატივს სცემენ“, - აღნიშნა საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრმა აჰმად ალ-ხატებმა.

დამატებითი დეტალების შესახებ მალე გახდება ცნობილი. როგორც BBC წერს, ტურიზმის მინისტრს სჯერა, რომ საუდის არაბეთის ნავთობის ინდუსტრიაზე თავდასხმა ტურისტების რაოდენობაზე არ იმოქმედებს.

მარიამ მენაბდიშვილი