ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია Quacquarelli Symonds-ი მსოფლიოს მასშტაბით 500 საუკეთესო უნივერსიტეტს ასახელებს, სადაც კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგის მიხედვით 10 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის პირველ 3 ადგილს ამერიკული უნივერსიტეტები იკავებენ. ათეულში ასევე მოხვდნენ ბრიტანეთისა და ავსტრალიის წამყვანი უნივერსიტეტები.
სიაში 1 ადგილს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იკავებს, რომლის კურდამთავრებულთა 87% დასაქმებულია, ხოლო უნივერსიტეტისა და დამსაქმებლების პარტნიორობა 100 ქულიდან 99.4-ით არის შეფასებული.
დასაქმების კუთხით საუკეთესო უნივერსიტეტების ათეული ასე გამოიყურება:
1. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (აშშ);
2. სტენფორდის უნივერსიტეტი (აშშ);
3. კალიფორნიის უნივერსიტეტი (აშშ);
4. სიდნეის უნივერსიტეტი (ავსტრალია);
5. ჰარვარდი (აშშ);
6. ცინჰუას უნივერსიტეტი (ჩინეთი);
7. მელბურნის უნივერსიტეტი (ავსტრალია);
8. კემბრიჯის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი);
9. ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი (ჰონგ-კონგი);
10. ოქსფორდი (დიდი ბრიტანეთი).