მსოფლიო ბაზარზე ლურჯ მოცვზე მოთხოვნამ პიკს მიაღწია. მეტიც, როგორც East fruit წერს, მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ზოგიერთი ქვეყანა თითქმის მთლიანად იმპორტირებულ პროდუქტზე გადავიდა. რაც შეეხება საქართველოს, ადგილობრივი მწარმოებლები აცხადებენ, რომ მოთხოვნა არც ისე დიდია. ამის მიზეზად კი მაღალ ფასს და მოცვის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას ასახელებენ
მოცვის ბაზარზე არსებული ვითარება Agri-gator-მა მიმოიხილა. კერძოდ, მათი ინფორმაციით, ნიდერლანდებში მოსავლის აღება და ექსპორტს ცუდმა ამინდმა შეუშალა ხელი. ქვეყანაში სეზონი აგვისტოს ბოლოს დასრულდა და აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, ფასიც გაიზარდა. თუ ივლისში 1 კგ მოცვის ღრებულება 4 ევრო იყო, აგვისტოში 5.50 ევრო გახდა. სექტემბერში კი ნიდერლანდების ბაზარზე პერუდან იმპორტირებული პროდუქტი შევიდა.
პროდუქტის ფასი გაიზარდა ბელგიაშიც, სადაც აგვისტოში, ივლისთან შედარებით, მოსავალი ნაკლები იყო, შესაბამისად, ეს პროდუქტის ღირებულებაზე აისახა. თუ სეზონის დასაწყისში მოცვის ღებულება 4 ევროს შეადგენდა, აგვისტოს ბოლოს 8 ევრომდე გაიზარდა. როგროც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, აღნიშული ფასი სეზონის ბოლომდე შენარჩუნდება.
გერმანიაში პროდუქტის უდიდესი ნაწილი იმპორტირებულია. ქვეყანაში მოცვის სეზონი სექტემბრის სადასაწყისში დასრულდა, ხოლო აგვისტოს ბოლოდან მიწოდება უკვე მნიშვნელოვნად შემცირდა. მაღალი მოთხოვნის პირობებში კი ფასი ყოველკვირეულად იზრდებოდა. ამის გამო, ქვეყანში პოლონური პროდუქტი შევიდა, ბოლო მონაცემებით კი, 500 გრამი მოცვის საბითუმო ფასი 3 ევროს შეადგენდა. როგორც გერმანელი მომხმარებლები აცხადებენ, ეს არის პროდუქტი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მოთხოვნადია, მიუხედავად ამინდისა და სეზონისა.
საფრანგეთშიც მოცვის მოხმარება სულ უფრო იზრდება. ამის პარალელურად კი მზარდია ქვეყანში მოცვის იმპორტის მაჩვენებელიც. საფრანგეთში პროდუქტის აღების სეზონი ივლისის ბოლოს დასრულდა, აგვისტოს დასაწყისიდან კი თაროებზე პოლონური კენკრა გამოჩნდა. სექტემბრის ბოლოს ქვეყანა გეგმავს, რომ მოცვის ექსპორტი პერუდან, არგენტინიდან და ჩილედან განახორციელოს.
ესპანეთში მოცვზე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ უკვე მასობრივი მოხმარების პროდუქტი გახდა. ამის გამო, 2 წელია, რაც ქვეყანაში წარმოება გაიზარდა, შესაბამისად, ესპანეთის ბაზარზე ვითარება შედარებით სტაბილურია, როგორ ფასების, ისე მიწოდების კუთხით.
იტალიაში ფასები სეზონის მიხედვით იცვლებოდა. აღსანიშნავია, რომ აქ მოსავლის აღების პერიოდი ნოემბრიდან თებერვლამდე გრძელდება. პროდუქციის 75% კი ექსპორტზე, გერმანიაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში და გაერთიანებულ სამეფოში გადის. მაღალი ხარისხის მოცვის ღირებულება 11 დან 13 ევრომდე მერყეობს. მაღალი მოთხოვნის გამო იტალიაში სულ უფრო იზრდება იმ ფართობების მოცულობაც, სადაც მოცვის ბაღებია გაშენებული. კერძოდ, თუ 2010 წელს პროდუქტი 275 ჰექტარზე იყო გაშენებული, 2018 წელს 1,100 ჰექტრამდე გაიზარდა.
პოლონეთში პროდუქტის წარმოება-რეალიზაცია ცუდი ამინდების გამო შეფერხდა. ამასთან, 2019 წელს ქვეყანაში მოცვის ბაღები მასობრივად გაფართოვდა. პროდუქტის უდიდესი ნაწილი ექპორტისთვის არის განკუთვნილი, ნაწილი ევროპაში, ნაწილი კი შუა აღმოსავლეთში იგზავნება.
სამხრეთ აფრიკაში წარმოება გაიზარდა, თუმცა ბაზარზე ეს ჯერ არ ასახულა. ქვეყნიდან პროდუქტი ექსპორტზე ძირითადად ბრიტანეთსა და ევროკავშირის ქვეყნებში გადის. მცირე მოცულობები კი შუა აღმოსავლეთსა და ინდოეთის მიმართულებით. გასულ წელს 800 ტონა მოსავალი გავიდა ექსპორტზე, თუმცა წელს ზრდა იმ მიზეზით არ დაფიქსირებულა, რომ მოცვის ბაღების დიდი ნაწილი ჯერ ისევ ახალგაზრდაა. ამ დროისთვის სამხრეთ აფრიკის სოფლის მეურნეობაში ყველაზე მზარდი წარმოებით მოცვი ლიდერობს.
პერუდან მოცვის ექსპორტი გაიზარდა. აგვისტოში ქვეყნიდან პროდუქცია აშშ-ში გავიდა. პერუ გეგმავს, რომ ექსპორტი შეერთებულ შტაბებში, კანადასა და ჩინეთში გაზარდოს.
ჩდილოეთ ამერიკა ამ დროისთვის თითქმის მთლიანად იმპორტირებულ პროდუქტზე გადადის. აქ სეზონი ივნისის ბოლოს დაიწყო და სექტემბრიდას შუა რიცხვებამდე გაგრძელდა. მაღალი მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსება კი იმპორტირებული პროდუქტით ხდება. კერძოდ, ჩრდილოეთ ამერიკა მოცვის იპორტის ზრდას ჩილედან და არგენტინიდან გეგმავს.
შედარებით განსხვავებული ვითარებაა ავსტრალიაში, სადაც მოთხოვნა-მიწოდება სრულად დაბალანსებულია. ამის მიზეზია ის, რომ გასულ წელს წარმოება 42%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტი 38%-ით შემცირდა. ამის გამო პროდუქტზე ფასები ქვეყანაში დაეცა. 125 გრამი მოცვის ღირებულება დაახლოებით, 2 დოლარი ღირს.
რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანში მოცვის სეზონი ივლისის შუა რიცხვებში დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა მწარმებლებმა ევროკავშირიდან Global G.A.P-ის სერტიფიკარიც მოიპოვეს, შემოთავაზებული მაღალი ფასისა და კარგი პირობების გამო, არჩევანი რუსეთზე გააკეთეს. ცნობისთვის, Global G.A.P-ის დოკუმენტი დასტურია, რომ პროდუქტი ყველა უმაღლეს სტანდარტს აკმაყოფილებს, შესაბამისად, ქართული მოცვის მისაღებად ევროკავშირი მზად არის.
საუბარია კომპანიებზე: „ლურჯი ველი“, „მოცვი“, "ჯეობერი“, „ქართული მოცვი“, რომელებიც ამხანაგობს ფარგელბში გაერთიანდნენ.
„ჩვენთან მოთხოვნა დაბალია, რადგან ლურჯი მოცვი რა პროდუქტია, მოსახლოების 99%-მა არ იცის. ზოგადად, ეს კულტურა მსოფლიოშიც ახალია და საქართველო კი არა, ბევრი განვითარებული ქვეყნების ბაზრებიც არ იცნობენ. პროდუქტის მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე კი, მასზე მოთხოვნა დიდია იმ ქვეყნებში, სადაც გადახდისუნარიანობა უფრო მაღალია. საქართველოს ბაზარზე, ბოლო რამდენიმე წელია, რაც ლურჯი მოცვი გამოჩნდა. ფასი დაახლოებით, 10-დან 20 ლარადე მერყეობს, ხარისხის მიხედვით. ძირითადად აქ იყიდება ის მოცვი, რომელსაც არ გაჩნია საექპორტო პოტენციალი, ანუ გადარჩეულია და მისი ტრანსპორტირება მიზანშეწონილი არ არის.
გარდა ამისა, მოცვის ექსპორტზე გატანა ძალიან ჭირს ივლისში, რადგან ევროპის ბევრ ქვეყანაში სწორედ ამ პერიოდში იწყება მოსავლის აღება და ფასი შედარებით მცირდება, ამიტომ ექსპორტი მიმზიდველობას შედარებით კარგავს. ამ მიზეზით ბევრი მწარმოებელი ამჯობინებს, რომ ტრანსპორტის ხარჯი აღარ გაწიოს და პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე გაყიდოს.
რაც შეეხება მსოფლიო ტენდენციებს, დახლოებით, 30 წელია ეს კულტურა შემოვიდა და ზოგიერთი ქვეყანა ახლა ეცნობა ამ ხილს. მოხმარების მაღალი მაჩვენებელებით კი ძირითადად სკანდინავიის ქვეყნები, ჰოლანდია, გერმანია და დიდ ბრიტანეთი გამოირჩევიან. ცნობადობის გაზრდასთან ერთად, ამ ხილს მოხმარების ზრდის პოტენციალი ძალიან დიდი აქვს“,-აცხადებს შპს „მოცვის“ დამფუძნებელი ზვიად მირიანაშვილი.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში მოცვის სეზონი მაისი ბოლოდან ივლისის ბოლომდ გრძელდება. რაც შეეხება წარმოების ზრდას, როგორც ზვიად მირიანაშვილი აღნიშნავს, კომპანიის გეგმებში შედის, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც კულტურის სიღრმისეული შესწვალა მოხდება.
„ჩვენ ჯერ კიდევ ამ კულტურის შესწავლის პროცესში ვართ. არ გვინდა დავუშვათ შეცომა, როგორც ამას ბევრი მეწარმე უშვებს. საქართველოში მისი წარმოების ცოდნა ძალიან დაბალ დონეზეა. სამწუხაროდ, ბევრი ფერმერი ფიქრობს, რომ რადგან ფასი მაღალია, დარგავს, მოიყვანს და გაყიდის, მაგრამ ეს ასე მარტივი არ არის. ასეთი მიდგომით შეიძლება დარგო მცენარე და 2 წელში გაგიხმეს. დაემართოს ავადმყოფობა და უბრალოდ ვერ გაიგო როგორ უმკურნალო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჯერ ვაკვირდებით, დავდივართ საზღვარგარეთ ტრენინგებზე, რათა შევისწავლოთ ეს კულტურა, მასზე არსებული მოთხოვნა და ა.შ. თორემ ქართველებზე არანაკლებ ჭკვიანები არიან სხვა ქვეყნებში და ისინიც დააკმაყოფილებენენ მზარდ მოთხოვნას“,-აცხადებს ზვიად მირიანაშვილი.
რაც შეეხება საექპორტო ქვეყნებს, ლურჯი მოცვის მწარმოებელი ამბობს, რომ ითანშრომლებს იმ ქვეყნებთან, ვინც უკეთეს პირობებს შესთავაზებს.
„ზოგადად ქვეყნებთან მოლაპაარკებები იწყება მოსავლის აღებამდე 2 კვირით ადრე. ამ ეტაპზე, დაგეგმილი გვაქვს თებერვალში ბერლინში და ასევე, ახლო აღმოსალეთში გამოფენებზე წავლა, სადაც პოტენციურ მყიდველებს დავეკონტაქტებით. როგორც მოგეხსნებათ, ჩვენი პროდუქცია სერტიფიცირებულია და ყოველთვის მზად დავხვდებით ნებისმიერი ქვეყნიდან მოთხოვნას. ამასთან, რა თქმა უნდა, უარს არ ვიტყვით არც რუსეთის ბაზარზე. სეზონის მოახლოებისას გადავწყვეტთ, რომელ ქვეყანასთან ვითანამშრომლებთ“,-აცხადებს ზვიად მირიანაშვილი.