ჰოი-ანი, იეფუნი, ვიგანი - აზიის 10 ყველაზე ლამაზი ქალაქი სამოგზაუროდ

დღეისათვის აზია სამოგზაუროთ საკმაოდ საინტერესო კონტინენტს წარმოადგენს, სადაც უამრავი ხალხი, კულტურა, რელიგია და ღირსშესანიშნაობაა წარმოდგენილი. CNN აზიის ყველაზე ლამაზ 10 ქალაქს გთავაზობთ, რომელიც თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს.

ჰოი-ანი, ვიეტნამი

ქალაქი ჰოი-ანი ვიეტნამის ცეტრალურ ნაწილში ოკეანის პირას მდებარეობს. საპორტო ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას იუნესკოს მიერ დაცული ცენტრალური ნაწილი წარმოადგენს, რომელიც მე-16 საუკუნიდან რეგიონში კოლონიზატორთა მთავარ სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა. ქალაქის ვიწრო ქუჩები და ადგილობრივი სუვენირების მაღაზიები თუ კაფეები დღეისათვის ტურისტების საყვარელ ადგილს წარმოადგენს.

იუფუნი, იაპონია

იუფუნი იაპონიის პატარა ქალაქია, რომელიც ოიტას პრეფექტურაში მდებარეობს. ქალაქს განსაკუთრებით ბუნებრივად ცხელი თერმული წყლები გამოარჩევს, რომელსაც სამკურნალოდ იყენებენ. ამასთან, იუფუნი რეგიონის კულტურულ ცენტრად ითვლება და აქ 20-ზე მეტი გალერეა მდებარეობს. თუ იუფუნდი მოგზაურობას გადაწყვეტთ, სჯობს მას გაზაფხულზე ალუბლების ყვავილობისას ან შემოდგომით ფოთოლცვენის დროს ესტუმროთ.

ჯორჯთაუნი, მალაიზია

ჯორჯთაუნი მალაიზიის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია და მას ხშირად მალაიზიის "კულინარიულ დედაქალაქსაც" უწოდებენ. ქალაქში უამრავ ადგილობრივ კაფესა თუ რესტორანს შეხვდებით, სადაც ადგილობრივი ეგზოტიკური საკვების დაგემოვნებას საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასებში შეძლებთ. ჯორჯთაუნი ასევე მდიდარია კულტურულადაც. მისი ცენტრალური ნაწილს, რომელსაც იუნესკო იცავს, კულტურათა სინთეზს წარმოადგენს, რადგან 500 წლის წინ ქალაქი რეგიონის მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო და აქ მალაიზიელი, ჩინელი, ინდოელი და ევროპელი ვაჭრები ცხოვრობდნენ.

ვიგანი, ფილიპინები

ვიგანი ფილიპინების ყველაზე ლამაზ ქალაქადაა აღიარებლი. ის მე-16 საუკუნეში ესპანელმა კოლონოზატორებმა დააარსეს. ქალაქი იუნესკოს კოლტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული, სადაც საუკუნოვანი ვიწრო ქუჩები, ეკლესიები და სკოლები დღემდეა შემორჩენილი.

კამპოტი, კამბოჯა

კამბოჯის პატარა ქალაქი კამპოტი ტურისტებისთვის წლიდან წლამდე უფრო პოპულარული ხდება და აქ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან ათასობით ადამიანი ჩამოდის. ქალაქი განსაკუთრებით მიმზიდველია მათთვის, ვისაც ნავით გადაადგილება უყვარს. კამპოტი ასევე ცნობილია ეროვნული კერძების მრავალფეროვნებით. აქ ძალიან ბევრი ლამაზი კუნძულია, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

კოტაგედე, ინდონეზია

ქალაქი კოტაგედე მე-16 საუკუნეში ჰოლანდიელმა კოლონიზატორებმა დააარსეს და იმ პერიოდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო ნავსადგურს წარმოადგენდა. ქალაქი ცნობილია ვერცხლის მოპოვების საუკუნოვანი ისტორიითა და ტრადიციებით. კოტაგედეში ასევე ნახავთ იუნესკოს მიერ დაცულ ინდუისტურ და ბუდისტურ ტაძრებს.

გალე, შრი-ლანკა

ქალაქი გალე შრი-ლანკის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ქალაქი მე-16 საუკუნეში პორტუგალიელმა კოლონიზატორებმა დააარსეს, სადაც დღემდეა შემორჩენილი იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი ციხესიმაგრე. ამასთან, ქალაქს პორტუგალიელების შემდეგ ჰოლანდიელები და ბრიტანელები აკონტროლებდნენ, რის გამოც დღეისათვის ქალაქი ევროპული და ადგილობრივი კულტურის საინტერესო ნაზავს წარმოადგენს. ქალაქის ვიწრო ქუჩებში უამრავ კაფეს, რესტორანსა და მუზეუმს შეხვდებით.

ჩოუჩუანი, ჩინეთი

ჩოუჩუანი ჩინეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, რომელიც მდინარის პირას მდებარეობს. ქალაქს შენარჩუნებული აქვს რამდენიმე საუკუნის წინანდელი არქიტექტურა, პატარა სახლები და არხები. ამასთან, ჩოუჩუანში მდებარეობს 500 წლის წინ აშენებული ქვის ტყუპი ხიდები და მე-11 საუკუნის დაოისტური ტაძარი.

მაულინონგი, ინდოეთი

მაულილონგი ჩრდილოეთ ინდოეთში მდებარეობს და ხშირად მას ინდოეთის ყველაზე სუფთა სოფელს უწოდებენ. სოფელში ადგილობრივი ტომი ხასი ცხოვორბს, რომლებიც მისი გალამაზებისა და სისუფთავის შესანარჩუნებლად ძალას არ იშურებენ. მაულინონგში მდებარეობს 25-მეტრის სიმაღლის ბამბუკისაგან სამზადებული სახლი, რომელიც ჯუნგლებს გადაჰყურებს და სოფლის მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება.

განდუკი, ნეპალი

განდუკი ნეპალის სოფელია, რომელიც ჰიმალაის მთებში 2 000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. რთული რელიეფის გამო სოფლამდე საავტომობილო გზა არ მიდის და მასში მოხვედრის მსურველებმა ქალაქ პოკარადან 5 საათის განმავლობაში ფეხით უნდა იარონ. განდუკში შესაძლებელია გაეცნოთ ადგილობრივთა ცხოვრების წესსა და ტრადიციებს.

ბექა ბერიაშვილი