დღეისათვის გადაადგილებისთვის ყველაზე სწრაფი და კომფორტული სატრანპორტო საშუალება თვითმფრინავია. მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო მეტი აეროპორტი იხსნება და ამასთან, ემატება ახალი ავარეისები, რაც საჰაერო მიმოსვლას უფრო ინტენსიურს ხდის. ონლაინგამოცემა TravelTrivia ასახელებს ყველაზე გადატვირთულ 4 აეროპორტს, რომლებიც ყოველდღიურად ათასობით მგზავრს ემსახურებიან.
4 - ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტი (LAX)
ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტი აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე ყველაზე დიდი აეროპორტია, რომელიც გასულ წელს 87 მილიონ მგზავრს მოემსახურა. აეროპორტში სულ 9 ტერმინალი და 130 გასავლელია ("გეითი"). აღსანიშნავია, რომ ის 1930 წელს აშენდა და მას შემდგომ არაერთხელ გაფართოვდა. 2028 წელს ლოს-ანჯელესი ოლიმპიურ თამაშენს მასპინძლობს, რის გამოც აეროპორტის განახლება და ახალი ტერმინალების მშენებლობა ახლაც მიმდინარეობს.
3 - დუბაის საერთაშორისო აეროპორტი (DXB)
დუბაის საერთაშორისო აეროპორტი ყოველწლიურად 89 მილიონ მგზავრს ემსახურება. აეროპორტში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერმინალი - Terminal 3. დუბაის საერთაშორისო აეროპორტი 1960 წელს აშენდა და იმ პერიოდისათვის მხოლოდ რეგიონული ფრენებით შემოიფარგლებოდა. დღეს კი, ის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ტრანზიტული აეროპორტია.
2 - პეკინის საერთაშორისო აეროპორტი (PEK)
პეკინის საერთაშიროსო აეროპორტი ჩინეთის მთავარი აეროპორტია, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 100 მილიონ მგზავრს ემსახურება. აეროპორტი აშენების შემდგომ არაერთხელ გაფართოვდა და დროთა განმავლობაში რეგიონის მთავარი აეროპორტი გახდა.
1 - ატლანტის საერთაშორისო აეროპორტი (ATL)
ატლანტის საერთაშორისო აეროპორტი დღეისათვის მსოფლიოს ყველაზე გადატვირთული აეროპორტია, რომელიც ყოველ წელს 107 მილიონ მგზავრს ემსახურება. ის 1925 წელს აშენდა და მალევე გახდა აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი აეროპორტი. აღსანიშნავია, რომ მას ყოველწლიურად ახალი ტერმინალები და „გეითები“ ემატება. მსოფლიოს ყველაზე გადატვირთული აეროპორტი ის 1998 წელს გახდა და პირველობას მას შემდეგ ინარჩუნებს.