ბინის ყიდვა თბილისში დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
სწორედ ამიტომ სამშენებლო კომპანიები თავის მომხმარებლებს სხვადასხვა სახის გადახდის გრაფიკს სთავაზობენ ხოლმე. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შიდა განვადებაა. თუ რატომ ირჩევენ ამ უკანასკნელს, მიზეზად გამკაცრებული საბანკო რეგულაციები შეგვიძლია დავასახელოთ. უძრავი ქონების შეძენისას ახალგაზრდა ოჯახები თუ საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანები ბანკებთან ურთიერთობას თავს არიდებენ. იპოთეკური სესხის აღების დროს მომავალ მაცხოვრებლებს უამრავი კითხვა აწუხებთ: მალე დამტკიცდება თუ არა სესხი და რამდენად მაღალი იქნება პროცენტი? ეს ეჭვნარევი კითხვები პოტენციური მყიდველისთვის შემაფერხებელ ფაქტორად გარდაიქმნება ხოლმე. შიდა განვადების უპირატესობა კი ისაა, რომ თქვენ უკვე აღარ გიწევთ ბანკთან ურთიერთობა და თქვენსა და სამშენებლო კომპანიას შორის მედიატორი აღარ დგას.
არქის ბინები შიდა განვადებით მხოლოდ მიმდინარე მშენებლობებში მოქმედებს. ეს ნიშნავს შემდეგს: ბინას შიდა განვადებით მხოლოდ იმ პროექტში იძენთ, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. მისი მაქსიმალური ვადა პროექტის დასრულების თარიღზეა დამოკიდებული. შემდეგ კი მომავალი მაცხოვრებელი უკვე გრძელვადიან განვადებაზე გადადის, რომლის მაქსიმალური ვადაც 12 წელია.
არქი ცდილობს თავის ყველა მაცხოვრებელს მაქსიმალურად კომფორტული პირობები შეუქმნას. მაგალითად, პროექტის დასრულების შემდეგ, თუ ბანკზე გადასვლა ვერ ხერხდება, კომპანია თავის თავზე იღებს შიდა განვადების გაკეთებას ზუსტად იგივე პირობით. ამით მაცხოვრებელს შესაძლებლობა ეძლევა სასურველი ბინა ზედმეტი გართულებების გარეშე შეიძინოს.
არქიში შიდა განვადების გარდა, დასრულებულ პროექტებზე საბანკო განვადება მოქმედებს. მეორე მხრივ, კომპანია ხშირად აწყობს ფასდაკლების აქციებს, რაც ჩვენს მომავალ მაცხოვრებლებს საოცნებო ბინის შეძენას უმარტივებს.