2019 წლის 1-ელი ნოემბრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ახალი ფუნქცია ემატება. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, სიახლე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა და მოხელეთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებების გამოძიებას ეხება.
“ეს ფუნქცია ძალაში შევა 2019 წლის 1-ელი ნოემბერიდან და სამსახური აკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს იმისათვის, რომ სისტემა მომზადებული შეხვდეს ამ ფუნქციის ეფექტიანად განხორციელებას. კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამისი დამოუკიდებლობის გარანტიებს, რათა ეს სამსახური იყოს დამოუკიდებელი და ეფექტიანად განახორციელოს თავისი საგამოძიებო უფლებამოსილება. ვნახოთ, დაიწყება ნოემბერი და თქვენ ყველაზე კარგად დაინახავთ, რამდენად ეფექტიანად ახორციელებს ეს სამსახური ამ უფლებამოსილებას”, - განაცხადა თოლორაიამ.