სტაჟიორებზე გარდა რამოდენიმე გამონაკლისისა, შრომის კოდექსით დადგენილი უფლებები გავრცელდება.
ამის შესახებ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტშია საუბარი.
ცნობისთვის, კანონპროექტი, რომლის ერთ-ერთი ავტორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია, პარლამენტს განსახილველად, დაახლოებით ერთ თვეში გადაეგზავნება.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებების თანახმად, დაგეგმილია სტაჟირების, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობის, ასევე შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისთვის მთელი რიგი შეზღუდვების დაწესება.
კერძოდ, სტაჟირებას რაც შეეხება, კოდექსში ჩდება ახალი დეფინიცია სტაჟირების შესახებ და მათზეც ვრცელდება შრომის კოდექსით დადგენილი უფლებები, გარდა რამოდენიმე გამონაკლისისა.
„მათ შორის დეკრეტული შვებულება და შრომითი ხელშეკრულების ვადები, რაც ამავე კანონით გასხვავებულად რეგულირდება;
დგინდება სტაჟირების გამოყენების პირობები, იმისათვის რომ არ მოხდეს სტაჟიორების გამოყენება, როგორც უფასო შრომითი რესურსი;
ჩნდება ვალდებულება რომ დამსაქმებელმა წინასწარ განსაზღვროს სტაჟიორის ფუნქცია მოვალეობები, იმისათვის რომ არ მოხდეს მათი გამოყენება ისეთი სამუშაოს შესასრულებლად, რომელიც არ უკავშირდება სტაჟირების ძირითად მიზანს.
იზღუდება სტაჟირების ვადები, იმისათვის რომ არ მოხდეს სტაჟირების პროცესის განუსაზღვრელი ვადით გაგრძელება,“-აღნიშნულია პროქტში.
ამასთან, იცვლება დეკრეტული შვებულების პირობები და ანაზღაურების წესი. კერძოდ, როგორც მომზადებულ პროექტშია აღნიშნული, ორსული ქალისთვის სამედინიცო გამოკვლევებისთვის დამატებითი ანაზღაურებადი შესვენება დადგინდება. ასევე, 183 დღიანი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღურება, ერთჯერადი დახმარების ნაცვლად მოხდება ხელფასის 80%-ის ოდენობით.
„მამობის შვებულებას ემატება 14 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება, რომელიც შესაძლოა გამოიყენოს მამამ ბავშვის გაჩენის პირველ ორ კვირას; ასევე შემოდის მამობის 30 დღიანი შვებულება, რომელიც შეუძლია გამოიყენოს ბავშვის გაჩენიდან პირველი 183 დღის განმავლობაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მეორე მშობელი აღარ სარგებლობს ამ შვებულებით. (წარმოდგენილი მექანიზმი აყალიბებს ანაზღაურების უფრო მაღალ სტანდარტს ვიდრე მოთხოვნილია დირექტივით),“-აღნიშნულია პროექტში.
რაც შეეხება კონკრეტულად ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დაგეგმილ რეგულაციების, ცვლილებათა პროექტში ვკითხულობთ: