Networking Georgia ბრუნდება!

2-3 ნოემბერს, ყველაზე მასშტაბური ნეთვორქინგ ღონისძიება ბრუნდება. Networking GeorgiaBene Exclusive-ის ორგანიზებით კახეთში, „ამბასადორი კაჭრეთში“ გაიმართება. პროექტი არაფორმალურ გარემოში ბიზნესკონტაქტების გაცვლას ემსახურება და ქართულ ბაზარზე არსებულ ადგილობრივ თუ უცხოურ, მსხვილ და საშუალო ბიზნესის 550-მდეწარმომადგენელს გააერთიანებს.

საქართველოს ბიზნესსექტორში არსებული რეალობის გათვალისწინებით, „Networking Georgia” ინოვაციური პროექტია, რომელიც პროფესიონალ ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს და ეხმარება საკუთარი „ნეთვორქის“ განვითარებაში. ახალი ამბავი არ არის, რომ ფართო სანაცნობო წრე და მრავალფეროვანი კონტაქტები წარმატების მიღწევისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. მსხვილი და საშუალო ბიზნესის 550 წარმომადგენელს არაფორმალურ, სასიამოვნო გარემოში კონტაქტების გაცვლის, საკუთარი კომპანიის და საქმიანობის პრეზენტირებისა და ახალი ბიზნესიდეების განხორციელების შესაძლებლობაექმნება.

Bene Exclusive პროექტის ფარგლებში ტრანსპორტირებას თავისი უახლესი, 2018-2019 წლის ავტოპარკით ახორციელებს. ორგანიზატორები თავიდანვე ქმნიან ხალისიან, ენერგიულ განწყობას და აქტივობებს თბილისში, გასვლისთანავე იწყებენ.

ღონისძიების გახსნასთან ერთად, მონაწილეები მიიღებენ 2-დღიანი აქტივობების ინსტრუქციას და სასტუმროს ნომრებში გადანაწილდებინ. საკონფერენციო ნაწილში სტუმრებს დავით ჩიკვაიძის მასტერკლასი „სთორითელინგი გაყიდვებში“, ანდრო დგებუაძის „იგრძენი რასაც აკეთებ და აკეთე რასაც გრძნობ“, და დათო ტურაშვილის ექსკლუზიური თემა, „საქართველო, ღვინის სამშობლო“ ელოდებათ.

პროექტის განსაკუთრებული სტუმარი ცნობილი ბიზნესმენი, ბიზნესსპიკერი და YouTube-ის ბიზნესარხის ავტორი, Evgeniy Chernyak (Forbes 100) იქნება. ღონისძიება დატვირთულია ისეთი აქტივობებით, როგორიცაა ბლიც ნეთვორქინგი, Human Library, Business Lego, ნეთვორქინგ კაფე, სამაგიდო თამაშები და ვორქშოფები. პირველ დღეს Goofy Land-ის აკომპანირებით გალა ვახშამი დაასრულებს.

Networking Georgia-ს მეორე დღე ცეკვის მასტერკლასებითა და იოგით დაიწყება. Scavenger Hunt-ის გამარჯვებულის გამოვლენასთან ერთად სტუმრებისთვის გრანდიოზული ბარბექიუ მოეწყობა.

როგორც უკვე იცით, Networking Georgia არ არის ერთჯერადი ღონისძიება და ის ამ წელს მეორედ იმართება.

პროექტის სპონსორია „ბილაინი“; პარტნიორები: „ჯი პი აი ჰოლდინგი“, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“, “Coaching Lab”; “ბია“.

მედია პარტნიორები: “ფორბსი”, „ბი ემ ჯი“, “Caucasus Business Week”, “Business politicalInsights”,“ფორტუნა”, “ეიჩარ ჰაბი”, რადიო „უცნობი“, რადიო „ფორტუნა“, რადიო „პოზიტივი“, გადაცემა „ბიზნესპარტნიორი“, რადიო „იმედი“, რადიო „პალიტრა“, BPN, ბიზნესლიტერატურა „ლურჯი ოკეანე“, კომერსანტი.