გამოცემა Business Insider ასახელებს 4 კარიერულ გაკვეთილს, რომელსაც ქალები ხშირ შემთხვევაში გვიან სწავლობენ. სტატიის ავტორი აცხადებს, რომ როდესაც წლების შემდეგ ქალები საკუთარ კარიერულ გზას იხსენებენ, აღნიშნავენ, რომ სრულიად განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდათ რიგ საკითხებზე და ამ გადმოსახედიდან განსხვავებულად იმოქმედებდნენ.
არ დახარჯოთ დრო იმაზე ფიქრით, თუ რას ფიქრობებ სხვები თქვენზე
თქვენ არ უნდა დახარჯოთ ბევრი დრო იმის გარკვევასა და ფიქრში, თუ რას ფიქრობენ თქვენზე გარშემომყოფები. ფსიქოლოგები გირჩევენ მეტი დრო საკუთარ თავს დაუთმოთ და უსარგებლო ფიქრებზე დრო ტყუილად არ დაკარგოთ, რადგან ისინი თქვენს განვითარებას ხელს უშლიან.
ყოველთვის გადაამოწმეთ ინფორმაცია
ფსიქოლოგები აცხადებენ, რომ კარიერის საწყის ეტაპზე ძალიან ბევრი ქალი უშვებს შეცდომას იმის გამო, რომ ზედმეტად თავდაჯერებულია და ინფორმაციას რამდენჯერმე არ ამოწმებს. ისინი გირჩევენ ყოველთვის დაუსვათ საკუთარ თავს შეკითხვები, გადაამოწმოთ არსებული ფაქტები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება.
დაგეგმეთ მიზნამდე მისაღწევი გზა და არა პირდაპირ შედეგი
ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ კარიერის საწყის ეტაპზე ქალების უმეტესობას სურს სასურველ შედეგს ძალიან მალე მიაღწიოს, რის გამოც ხშირად შეცდომას უშვებენ. მათ გეგმის დასახვისა და მისი ეტაპობრივი შესრულების ნაცვლად პირდაპირ შედეგი სურთ. ამის მაგალითად მათ წონაში დაკლება მოჰყავთ. დღეს არაერთი ქალი ფიქრობს წონაში დაკლებას, რაც ხშირად არ გამოსდით. ამას კი გაცილებით სჯობს დასახონ სწორი გეგმა, მაგ. ყოველდღიური სწორი კვება და ფიზიკური ვარჯიში, და შეასრულონ ის.
გამოდით კომფორტის ზონიდან
კიდევ ერთი შეცდომა, რასაც ქალები კარიერის დროს ხშირად უშვებენ და გვიან სწავლობენ არის კომფორტის ზონიდან გამოსვლა. მათი უმეტესობა სირთულეებსა და გამოწვევებს უშინდება და ამჯობინებს არსებული მდგომარეობა შეინარჩუნოს. თუმცა, წარმატების მისაღწევად მათ ბევრი სიძნელე უნდა გამოიარონ, რასაც ბევრი უშინდება.