5-10 ნოემბერს ჩინეთში, ქალაქ შანხაიში, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური გამოფენა China International Import Expo – CIIE იმართება. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ცნობით, საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც მეორედ ტარდება, მსოფლიოს მასშტაბით 150 000-მდე სხვადასხვა ბიზნეს წრეების წარმომადგენელი დაესწრება.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ღონისძიებაში მონაწილეობას ქართული კომპანიები მიიღებენ, რაც უპრეცედენტო შესაძლებლობაა საკუთარი საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში.
„აღნიშნული ღონისძიების გასაშუქებლად, მედიის წარმომადგენლებმა, სავალდებულოა მიმდინარე წლის 30 სექტემბრამდე გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე -www.media.ciie.org
ვებ-გვერდზე განთავსებულ სარეგისტრაციო ფორმაში - კატეგორიაში ,,media organization category” მონიშნოთ შემდეგი:- ,,foreign media organizations” ხოლო კატეგორიაში, ,,personal information” კი მონიშნეთ შემდეგი: ,, Short-term Foreign Visitor”. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ჩამოტვირთეთ დასტურის წერილი და სხვა საჭირო საბუთებთან ერთად წარადგინეთ ჩინეთის საკონსულოში ჩინეთის ვიზის მისაღებად. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მედიის წარმომადგენლებმა ვიზის სააპლიკაციო ფორმაში მონიშნოთ ვიზის კატეგორია J-2.
დამატებით იფნორმაცია, ბეიჯების აღებასთან დაკავშირებით, გამოქვეყნდება ღონისძიების ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.ciie.org“ , -ნათქვამია ინფორმაციაში.