’’ევროპული საქართველო’’ შემოდგომაზე საპენსიო რეფორმას წარმოადგენს, სადაც გათვალისწინებული იქნება როგორც ნებაყოფლობით დაგროვებით პენსიაზე გადასვლა, ასევე დღევანდელი პენსიონერებისთვის 50 ლარიანი პენსიის გაზრდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე მარტვილის რაიონის სოფელ გურძემში, ვახტანგ გულორდავას ოჯახში პენსიონერებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, სოფელში მცხოვრებ პენსიონერებს მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემი აწუხებთ.
პენსიონერები დავით ბაქრაძესთან საუბარში ამბობენ, რომ 200 ლარიანი პენსია თვითან თვემდე არ ჰყოფნით მედიკამენტებზე და საყოფაცხოვრებო ნივთებზე. გაუსაძლისი პირობების გამო კი, უმრავლესობას კრედიტი აქვს აღებული. დავით ბაქრაძის განცხადებით, ’’ევროპული საქართველო’’ შემოდგომაზე წარმოადგენს საპენსიო რეფორმას, სადაც გათვალისწინებული იქნება როგორც ნებაყოფლობით დაგროვებით პენსიაზე გადასვლა, ასევე დღევანდელი პენსიონერებისთვის 50 ლარიანი პენსიის გაზრდა.
„მთავრობის მიერ შემოთავაზებული საპენსიო რეფორმა არაფერს არ აძლევს დღევანდელ პენსიონერს, რომელსაც სულ უფრო და უფრო უჭირს ცხოვრება გაძვირებული და გაზრდილი ფასების ფონზე.
შემოდგომაზე ’’ევროპული საქართველო’’ წარმოადგენს ახალ გეგმას საპენსიო რეფორმის სადაც გათვალსიწინებული იქნება როგორც ნებაყოფლობით დაგროვებით პენსიაზე გადასვლა, ასევე დღევანდელი პენსიონერების, პენსიის შემდგომი ნახტომისებური ზრდაც. ეს არის აუცილებელი იმ ფონზე, როცა ყოველდღიურად ძვირდება ცხოვრება, პროდუქტი, მედიკამენტი, არსებობისთვის საჭირო პირველადი მოხმარების საგნები. დღეს პენსიონერები და ასაკოვანი ადამიანები იმყოფებიან განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში, ამიტომ მათი მიხედვა და პენსიების გაზრდა უნდა იყოს სახელმწიფოს აუცილებელი პრიორიტეტი,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.