დღესათვის Apple მსოფლიოს 25 ქვეყანაში 500-ზე მეტ მაღაზიას ფლობს და გაყიდვების უპირობო ლიდერია.
კომპანიის წარმომადგენლები ძალას არ იშურებენ საკუთარი ელექტროტექნიკის უკეთ წარმოსაჩენად. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას მაღაზიების მდებარეობას, დიზაინსა და ორიგინალურობას უთმობენ. Business Insider-ი წარმოგიდგენთ კომპანია Apple-ის 10 ყველაზე ორიგინალურ მაღაზიას მსოფლიოში.
ბანგკოკი, ტაილანდი
ტაილანდში Apple-მა ოფიციალური მაღაზია პირველად 2018 წელს გახსნა. ის ბანგკოკის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. შენობას უზარმაზარი შუშის ვიტრინა გამოარჩევს, საიდანაც ქალაქის ხედი მოჩანს. მაღაზიის შემადგენლობაში ასევე შედის ღია ტერასა, სადაც პერსონალი მომხმარებელს ჩვეულებრივად ემსახურება.
მილანი, იტალია
Apple-ის მაღაზია მილანში მთავარ მოედანზე მდებარეობს. მას უზარმაზარი შუშის შადრევანი გამოარჩევს, რომელიც უშუალოდ მაღაზიის წინ მდებარეობს.
დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
არაბთა გაერთიანებული საამიროებში Apple-ს სულ 2 ლიცენზირებული მაღაზია აქვს. ერთ-ერთი მათგანი დუბაიში ცათამბრჯენ ბურჯ-ხალიფასთან ახლოს მდებარეობს. შენობა 56 მეტრის სიმაღლია.
ნიუ-იორკი, აშშ
Apple-ის ერთ ერთი ყველაზე ძვირადღირებული მაღაზია ნიუ-იურკში მე-5 ავენიუზე მდებარეობს. შენობა კომპანიამ 5 მილიონ აშშ დოლარად იყიდა, მისი რესტავრაცია კი 2.5 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.
პარიზი, საფრანგეთი
პარიზში ყოფილი ბანკის შენობაში Apple-მა მაღაზია 2010 წელს გახსნა. კომპანიამ გადაწყვიტა შენობისთვის პირვანდელი სახე შეენარჩუნებინა და დღეს მისი არქიტექტურული სტილი, ფაქტობრივად, უცვლელადაა შენარჩუნებული.
ბერლინი, გერმანია
ბერლინში Apple-ის მაღაზია ყოფილი ოპერის სახლში მდებარეობს, რომელიც 1913 წელს აშენდა. კომპანიამ შენობის გარე ფასადი და ინტერიერის ძირითადი ნაწილი უცვლელი დატოვა.
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
ლონდონში ევროპაში Apple-ის ყველაზე დიდი მაღაზია მდებარეობს. ის დედაქალაქის მთავარ სავაჭრო ქუჩაზეა განთავსებული. შენობის იატაკი მთლიანად მარმარილოსია. მაღაზია 2004 წელს გაიხსნა და მას შემდეგ საერთო ჯამში 60 000 000 ადამიანი ეწვია.
შანხაი, ჩინეთი
Apple-ის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო მაღაზია შანხიაში მდებარეობს. მიწის ზედაპირზე მხოლოდ შუშის ცილინდირა განთავსებული, საიდანაც კიბეები მიწისქვეშ მაღაზიაში ჩადის.
ჩიკაგო, აშშ
Apple-ის ყველაზე „გამჭვირვალე“ მაღაზია ჩიკაგოში, აშშ-ში მდებარეობს. შენობის ოთხივე მხარე მინისგანაა დამზადებული. მაღაზიის წინა ფასადი მდინარე ჩიკაგოს გადაჰყურებს.
პარიზი, საფრანგეთი
Apple-ის ახლად გახსნილი მაღაზია ცნობილ გამზირ ელისეს მინვრებზე მდებარეობს. მაღაზია 1850-იან წლებში აშენებულ სახლშია განთავსებული. კომპანიამ შენობის პირვანდელი იერსახე მთლიანად შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ შენობის იატაკი მთლიანად მუხისგანაა დამაზადებული.