6 საუკეთესო ადგილი, რომელიც დეკემბერში უნდა მოინახულოთ

გამოცემა kiwi.com ასახელებს 6 საუკეთესო ადგილს, რომელიც დეკემბერში უნდა მოინახულოთ.

იაპონიის ზამთრის კურორტები

ტურისტების უმეტესობა იაპონიას შემოდგომით ფოთოლცვენის დროს ან გაზაფხულზე ალუბლების ყვავილობისას სტუმრობს. თუმცა, ბოლო პერიოდში სულ უფრო გაიზარდა იმ ტურისტთა რიცხვი, ვინც იაპონიაში ზამთარში ჩადის.

კუნძულოვანი სახელმწიფოს ტერიტორიის დიდ ნაწილს მთები წარმოადგენს, რაც ზამთრის კურორტების განვითარებას ხელს უწყობს. საერთო ჯამში იაპონიაში 500-ზე მეტი სათხილამურო კურორტია, რომლებიც საკმაოდ კარგად არის განვითარებული და თანამედროვეობის გამოწვევებს სრულიად პასუხობს. ასე, რომ თუ იაპონიაში მოგზაურობას გეგმავთ და ამასთან, ზამთრის კურორტებიც გაინტერებს, სჯობს მას დეკემბერში ეწვიოთ.

მაიამი, ფლორიდა

ყოველწლიურად მაიამის მილიონობით დამსვენებელი სტუმრობს როგორც შეერთებული შტატებიდან, ასევე მთელი მსოფლიოდან. ტურისტების რაოდენობა განსაკუთრებით ზაფხულში იზრდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წელიწადის ამ დროს მაიამიში ყველაზე მეტი ნალექი მოდის.

დეკემბერი მაიამიში ნალექების სიმცირით გამოირჩევა და ამასთან, შენარჩუნებულია შედარებით თბილი ტემპერატურა. თუ მაიამიში მოგზაურობას წელიწადის ამ დროს გადაწყვეტთ, თქვენ შეძლებთ ღვინისა და საკვების 1-კვირიან ფესტივალში მონაწილოებას, რა დროსაც ქალაქი სადღესასწაულოდაა მორთული.

კოსმოსის დაკვირვება მაროკოში

თუ ასრტოლოგია გიტაცებთ, მაშინ მაროკოს აუცილებლად დეკემბერში უნდა ეწვიოთ. წელიწადის ამ დროს დედამიწას ასტეროიდი 3200 Phaethon უახლოვდება, რომლის დანახვაც ყველაზე კარგად მაროკოდანაა შესაძლებელი.

ამასთან, ასტროლოგთა განცხადებით მიმდინარე წლის 14 დეკემბერს მეტეორების წვიმაა მოსალოდნელი. ამიტომ თუ აფრიკის ამ გამორჩეული ქვეყნის ნახვა გსურთ და თან ასტროლოგია გაინტერესებთ სჯობს მას დეკემბერში ეწვიოთ.

ნიურნბერგის საშობაო ბაზრობა

თუ გსურთ მსოფლიოში ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი საშობაო ბაზრობა ნახოთ, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ გერმანიის ქალაქ ნიურნბერგის საშობაო ბაზრობას. ნიურნბერგში საშობაოდ ბაზრობა პირველად 1628 წელს გაიხსნა და მას შემდგომ ყოველწლიურად იმართება. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საშობაო ბაზრობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

ბასკეთი

ბასკეთი ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, სადაც ბასკი ხალხი ცხოვრობს. ისინი ეთნიკურად და ლინგვისტურად სრულიად განხვავდებიან ესპანეთისგან. ბასკების კულტურის, სიმღერებისა და ტრადიციების გასაცნობად აქ ბევრი ტურისტი ჩამოდის.

გირჩევთ ბასკეთი დეკემბერში მოინახულოთ. წელიწადის ამ დროს აქ უამარავი ფესტივალი იმართება და ეწყობა ბასკებისთვის დამახასიათებელი საკვების გამოფენა, რომელიც სათავას შუა საუკუნეებიდან იღებს.

ფესტივალი გოაში

გოა ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია, რომელიც ქვეყნის დასვლეთ ნაწილში ოკეანის პირას მდებარეობს. ქალაქი ტურისტული ღირსშესანიშნაობებითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

ქალაქის ყველაზე დიდი ფესტივალი 15-დან 22 დეკემბრის ჩათვლით იმართება. ამ დროს გოას ქუჩებში მომღერლები და მოცეკვავეები გამოდიან და ერთად ზეიმობენ ფესტივალს.

ბექა ბერიაშვილი