აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ფედერალური ხელისუფლების დროებით დაფინანსებაზე რეზოლუცია 21 ნოემბრამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-სამსახური იუწყება.
მანამდე აღნიშნული დოკუმენტი წარმომადგენლობითმა პალატამ დაამტკიცა. პრეზიდენტის მხრიდან რეზოლუციის ხელმოწერის შემდეგ ის ძალაში შესულად ითვლება.
აღნიშნული ინიციატივა ხელმოწერილი 30 სექტემბრამდე უნდა ყოფილიყო, იმ დრომდე, ვიდრე 2019 წლის ფინანსური წელი დასრულდებოდა. ბიუჯეტის არმიღების შემთხვევაში კი აშშ-ის ბიუჯეტს ახალი „შათდაუნი“ (მთავრობის მუშაობის შეჩერება) ემუქრებოდა. ბოლოს ეს 2018 წლის 22 დეკემბრს მოხდა, რის შედეგადაც სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულები იძულებით შვებულებაში გავიდნენ. მაშინ ამ შვებულებამ რეკორდული 35 დღე შეადგინა. მაშინ ტრამპი და რესპუბლიკელები ითხოვდნენ ბიუჯეტში 5,7 მილიარდი დოლარის გამოყოფას მექსიკის საზღვარზე კედლის დასაფინანსებლად.