მოდური ტანსაცმლის მწარმოებელმა იტალიურმა კომპანიამ Diesel-მა და გაზიანი სასმელების მსოფლიო ლიდერმა კომპანიამ Coca-Cola-მ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად წარმოადგინეს ტანსაცმლის ახალი კოლექცია, რომელიც გადამუშავებული პლასტიკის ბოთლებისგან არის შექმნილი.
კოლექცია [Re]Collection-ის ძირითად მასალად გამოყენებულია Coca-Cola-ს პლასტიკის ბოთლები და ბამბა. მასში შევიდა როგორც მამაკაცის, ასევე ქალის სამოსი: ჯინსები, ქურთუკები, მაისურები, ქუდები და საცურაო კოსტიუმები. ყველა მოდელზე დატანილია ორივე ბრენდის სახელწოდება.
[Re]Collection-ის წარმოდგენამ პარიზის მაღალი მოდის კვირეულს მოუწია, სადაც მოხდა მისი პრეზენტაცია. იმისათვის, რომ აღნიშნული კოლექციის სამოსი შეიძინოთ, მსურველები უნდა შევიდნენ კოლექციის ვებგევრდზე სმარტფონით და გადამუშავებული კოლექციის სკანირება მოახდინონ.
რამდენიმე კვირით ადრე იაპონურმა Uniqlo-მ წარმაოდგინა ასევე გადამუშავებული პლასტიკისგან დამზადებული სამოსი.