ბრიტანეთი 2050 წლისთვის ნახშირორჟანგის გამოყოფის შესამცირებლად ყოველლიურად 20 მილიარდი ფუნტი სტერლინგი დასჭირდება

გაერთიანებულ სამეფოს 2050 წლისთვის ნახშირორჟანგის გამოყოფის შესამცირებლად ყოვეწლიურად 20 მილიარდი ფუნტი სტერლინგი დასჭირდება. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებაზე დაყრდნობით The Guardians ავრცელებს.

კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად არსებული გეგმის მიხედვით გაერთიანებულმა სამეფომ 2050 წლისთვის საშუალოდ 130 მილიონი ტონა ნახშირორჟანგზე ნაკლები უნდა გამოყოს, რის მიღწევასაც მომდევნო 30 წლის მანძილზე ყოველწლიურად მინიმუმ 20 მილიარდი გირვანქა სტერლინგი დასჭირდება.

აღსანიშნავია, რომ გეგმის მიხედვით 2050 წლამდე ქვეყანაში ავტომობილების უმეტესობა საწვავის ნაცვლად ელექტროენერგიაზე უნდა მუშაობდეს, ელექტროენერგიის გამომუშავება კი ძირითადად განახლებადი რესურსებით უნდა მოხდეს. ამასთანავე გაიხსნება ელეტრომობილების დასამუხტი ათასობით სადგური, რათა მათი გამოყენება უფრო მოსახერხებელი გახდეს.

ამასთანავე მინიმუმამდე უნდა შემცირდეს ქარხნებსა და ფაბრიკებში ნახშირორჟანგისა და მავნე ნივთიერებების გამოყოფა.

ბრიტანეთის ხელისუფლება ქვეყანაში სულ უფრო მეტი ქარისა და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების აშენებას გეგმავს, რომლებიც საწვავს მთლიანად ჩაანაცვლებს.

აღსანიშნავია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილების შეჩერება დღეს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა და ისინი გეგმის შესასრულებლად ყველაფერს გააკეთებენ.

ბექა ბერიაშვილი