ეკვატორული გვინეის ყოფილი დიქტატორის თეოდორ ობიანგ ნგემას კუთვნილი ავტომობილები აუციონზე გაიყიდება. ამის შესახებ სტატიას The Guardians აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია ძვირადღირებული მანქანების კოლექციაზე, რომლებიც ეკვატორული გვინეის ვიცე-პრემიერის საკუთრებაში წლების განმავლობაში შედიოდა.
აღსანიშნავია, რომ აუქციონი შვეიცარიაში გაიმართება. 25 ავტომობილის სავარაუდო მინიმალური ფასი 18.5 მილიონი შვეიცარული ფრანკია (18.7 მილიონი აშშ დოლარი).
გამოცემის ინფორმაციით ავტომობილებს შორის 7 ფერარი, 3 ლამბორჯინი, 5 ბენტლი, მასერატი და მაკლარენია. მათ შორის ყველაზე ძვირადღირებულად Lamborghini Veneno Roadster-ია შეფასებული. მისი საწყისი ფასი 5.2 მილიონი აშშ დოლარია. მას ყვიელი ფერარი მოჰყვება, რომელიც 2.4 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული.
თეოდორ ობიანგ ნგემა ეკვატორულ გვინეას 40 წლის განავლობაში მართავდა. წლების განმავლობაში ის ოფიციალურ ხელფასთან შედარებით 1 000-ჯერ მეტი ოდენობის ფულს ხარჯავდა. ნგემა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ფლობდა უძრავ და მოძრავ ქონებას. მას ბრალი კორუფციასა და თაღლითურ გარიგებებში მონაწილეობის გამო წაუყენეს და ქონება ჩამოართვეს.
შეგახსენებთ, რომ ეკვატორული გვინეა აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახლემწიფოა, რომლის მოსახლოებაც 1.2 მილიონს შეადგენს. ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად ითვლება.