გერმანიის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქი გორლიცი მასში ცხოვრებისა და დასაქმების მსურველებს 1 თვის განავლობაში უფასო საცხოვრებელს სთავაზობს. ამის შესახებ სტატიას The Guardians-ი აქვეყნებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება გორლიცში მას შემდეგ მიიღეს, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ქალაქის მოსახლოება მნიშვნელოვნად შემცირდა. მის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე განსკაუთრებული გავლენა 1989 წელს ბერლინის კედლის დანგრევამ იქონია, რის შემდეგაც მოსახლეობა საცხოვრებლად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში გადავიდა. ამასთან, გერლიცში გერმანიის სხვა ქალაქებთან შედარებით საკმაოდ დაბალი ხელფასებია.
ამიტომ დემოგრაფიული პრობლემის მოსაგავრებლად და მოსახლოების კლების შესაჩერებელად ქალაქში ახალი მცხოვრებლებისთვის 1 თვის განმავლობაში საცხოვრებლის უფასოდ შეთავაზება დაიწყეს.
ქალაქის საბჭოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დროის მოკლე პერიოდში გორლიცში გადასვლის სურვილი 150-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა. მათ შორის უმეტესობა გერმანიის მოქალაქეები არიან, რომლებიც დიდ ქალაქებში ცხოვრობენ. დანარჩენები კი ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან არიან.
აპლიკანტებს შორის არიან როგორც მარტოხელა ადამიანები, ასევე წყვილები და ოჯახები. მათი ასაკობრივი კატეგორი 20-დან 60 წლამდე მერყეობს.
ქალაქის საბჭოს იმედი აქვს, რომ მსურველები გერლიცში მხოლოდ 1 თვით არ ჩამოვლენ საცხოვრებლად და დიდი ხნით გადაწყვეტენ ქალაქში ცხოვრებას.