ამსტერდამი ტურისტულ მოსაკრებელს ზრდის

ამტერდამი მომავალი წლიდან ტურისტებისათვის მოსაკრებელს აწესებს. ამ ინფორმაციას გამოცემა CNN ავრცელებს.

მომავალი წლიდან ამსტერდამის დათვალიერების მსურველებს ყოველდღიურად დამატებით 3 ევროს გადახდა მოუწევთ, რომელსაც სასტუმროს საფასურთან ერთად გადაიხდიან.

დღევანდელი მონაცემებით, თუ უახლოეს მომავალში სხვა ქალაქებიც არ გაზრდიან ტურისტულ მოსაკრებელს ამსტერდამის მოსაკრებელი მომავალი წლიდან ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი იქნება.

აღსანიშნავია, რომ 16 წლამდე მოზარდებისათვის მოსაკრებელი 1 ევროს გაუტოლდება.

დღეისათვის ჰოლანდიის დედაქალაქის მოსახლეობა 867 000 ადამიანს შეადგენს. ყოველწლიურად მას 18 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს. ქალაქის საბჭოს პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ მოსაკრებლიდან შეგროვებული თანხა ამტერდამის დასუფთავებასა და მოვლას მოხმარდება.

ტურისტული მოსაკრებელი გაიზარდა იტალიის ქალაქ ვენეციაშიც. ქალაქის დათვალიერების მსურველებს მომავალი წლიდან ზაფხულის თვეებში 10 ევროს გადახდა მოუწევთ, იმ განსხვავებით, რომ ტურისტები თანხას ერთჯერადად გადაიხდიან, მიუხედავად იმისა თუ რამდენი დღით აპირებენ ქალაქში დარჩენას.

ბექა ბერიაშვილი