Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათზე ერთი დოლარი 2, 9788 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 2.9600 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 27 სექტემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.9552 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2286 ლარია.
ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9808 ლარი გახდა. ამას მოყვა ეროვნული ბანკის განცხადება სავალურო ინტერვენციასთან დაკავშირებით. კერძოდ, სებ-მა 26 სექტემბერს, 40 მლნ დოლარის გაყიდვა დაანონსა.
„ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის. ამ ზეწოლის გასანეიტრალებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ა.წ. 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გასაძლიერებლად, ეროვნული ბანკი ხვალ, 27 სექტემბერს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის,“- აღნიშნული იყო სებ-ის განცხადებაში.
27 სექტემბერს, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9546 შეადგინა. რის შემდეგაც, აშშ დოლარის ღირებულება გაუფასურდა და 2.9552 ლარი გახდა.