თურქეთი წლიურად 37,7 მილიარდი დოლარის საკვებს ყრის

თურქული გაზეთის „ჰარიათის“ ინფორმაციით, ქვეყანაში ყოველწლიურად 37,7 მილიარდი დოლარის ღირებულების საკვები იყრება. გაზეთი აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია Turkey Waste Reduction Foundation-ის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის აზიზ აკგულის განცხადებით, თურქეთში ყოველწლიურად გადაყრილი საკვების მოცულობა 26 მილიონი ტონაა. მისი თქმით, ქვეყანაში წარმოებული საკვების 25-დან 40 პროცენტამდე იკარგება ან იყრება ყოველწლიურად.

კიდევ ერთი ორგანზიაციის Turkey’s Scientific and Technological Research Council (TÜBİAK)-ის ცნობით, ქვეყანაში გადაყრილი ხილისა და ბოსტნეულის მოცულობა წლიურად 12 მილიონ ტონას აღწევს და 25 მილიარდი ლირას ანუ 4,4 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა.

გაეროს სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაციით, გლობალურად ყოველწლიურად წამროებული საკვების მესამედი იყრება - ეს კი 1,3 მილიარდი ტონაა წლიურად.

კოკა კვირკველია