„ტურისტული მიმიზდველობის თვალსაზრისით, ბაქო დაგვეწია და გადაგვასწრო კიდეც.
ამის მიზეზი კი ისაა, რომ ჩვენგან გაყრილ სტუმრებს, სწორეც ბაქო ან ერევანი იღებს“. ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
„რამდენიმე წლის წინ, 2013-2015 წლებში აზერბაიჯანი დიდი თვალებით გვიყურებდა, თუ რა კარგად ვითარდებოდით. ახლა კი ჩვენ ვუყურებთ ასე, რადგან ბაქო დაგვეწია და გადაგვასწრო. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ჩვენგან გაყრილი სტუმრები, ყველა ვინც ჩვენ გავყარეთ ბაქომ მიიღო. რეგიონში პირველი ვართ ვისაც სტუმარი შემოყავს, ხოლო შემდეგ ჩვენ შემოყვანილ სტუმარს მეზობლები ინაწილებენ კარგად, რადგან ჩვენ ჩემთვის გაუგებარი პოლიტიკა გვაქვს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე. იმის გამო რომ სტუმრებს არ ვუშვებთ ქვეყანაში, ისინი ბაქოში, ერევანში მიდიან და ტურისტული მიმზიდველობის თვალსაზრისით, ორივე ქვეყანას საკმაოდ მზარდი დინამიკა აქვს.
აგვისტოში საკმაოდ დიდი , თითქმის რუსეთის (საქართველოს მასშტაბით, 8.5%-იანი კლება) ანალოგიური კლება გვქონდა ირანიდანაც. ბოლო 2 წელია სახელმწიფოს პოლიტიკაა, რომ ირანიდან სტუმრები აღარ შემოვუშვათ ქვეყანაში. საზღვარზე მომდგარ ადამიანებს უკან ვაბრუნებთ. იგივე შემთხვევები გვაქვს ინდოეთის ბაზართან მიმართებაშიც. ეს კი როგორც გვეუბნებიან სახელმწიფო უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარეობს. ფაქტი ის არის, რომ საზღვართან შექმნილი პრობლემების გამო ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა ნახევარზე მეტად შემცირდა მაგალითად, ირანის ბაზრიდან და ინდოეთის საკმაოდ დიდი ბაზარი არ შემოდის საქართველოში,“-აღნიშნა ალავერდაშვილმა.