ზიმბაბვეს ხელისუფლებამ ქვეყნის ცენტრალურ ბანკს მიანიჭა უფლება, დააწესოს ჯარიმები იმ ადამიანებზე და ორგანიზაციებზე, რომლებიც ადგილობრივი ვალუტის ნაცვლად სხვა ქვეყნის ვალუტებით ახორციელებენ ტრანზაქციებს ან ურბალოდ სხვა ფულით სარგებლობენ. მათ ასევე აეკრძალათ სხვა ქევყნის ვალუტებში ფასის ფიქსირება ნებისმიერი სახის პროდუქციაზე.
ამიერიდან ზიმბაბვეში აკრძალულია ნებისმეირი სახის გადახდები განხორციელდეს ბრიტანულ ფუნტში, ასევე ამერიკულ დოლარში, სამხრეთ აფრიკულ რანდში და ევროში.
მიუხედავად იმისა, რომ ზიმბაბვეში მულტი-ვალუტის სისტემა ოფიციალურად დასრულდა და ქვეყანაში მხოლოდ ზიმბაბვური დოლარი უნდა იყოს მიმოქცევაში, ქვეყანაში მაინც გრძელდებოდა სხვა ვალუტების მიმოქცევა. ახალი რეგულაციით კი ამიერიდან ცენტრალურ ბანკს აქვს უფლება დააჯარიმოს პირები, რომლებიც ადგილობრივ ტრანზაქციებში უცხოურ ვალუტას გამოყენებენ.
ზიმბაბვე ეკონომიკურ კრიზის განიცდის, ამას ემატება ენერგო კრიზისი, რომლის შედეგად ქვეყანაში ენერგო მიწოდება დღე-ღამეში 18 საათამდეა შემცირებული. გასულ თვეს კი ქვეყანაში ინფლაციამ 300% შეადგინა.