თბილისის მერიის ბიუჯეტი 100 მილიონი ლარით იზრდება

თბილისის მერიის ბიუჯეტი 100 მილიონი ლარით იზრდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა, დამატებით დაფინანსებას მერია ქალაქის ტურისტულად უფრო მიმზიდველობისთვის, ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვის უფრო კომფორტული ყოფისთვის მიიღებს.

„გარდა ყველაფრისა, რაც ჩვენ ახლა ჩამოვთვალეთ, რა თქმა უნდა, ბიუჯეტში არის ბევრი სხვა მნიშვნელოვანი მუხლიც, რაც მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. მაგალითად, ძალიან საინტერესო და კარგი პროექტები აქვს თბილისის მერიას, რომელმაც შეძლო და მთავრობას დაუმტკიცა ამ პროექტების აუცილებლობა. თბილისის მერიას დამატებით 100 მილიონი ლარით დავეხმარებით იმისთვის, რომ ქალაქი გახდეს როგორც ტურისტულად უფრო მიმზიდველი, ასევე ჩვენი მოქაალაქეებისთვის უფრო კომფორტული“, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიამ ფინანსთა მინისტრს მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის დაფინანსება დაავალა