შს მინისტრის მოადგილე - სასაზღვრო მიმართულებით ვერტმფრენების პარკი მთლიანად განახლდა

სასაზღვრო მიმართულებით ვერტმფრენების პარკი მთლიანად განახლდა, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ლევან კაკავამ პრემიერ გიორგი გახარიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერი დაინტერესდა, რა ვითარებაა და რა რესურსი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის ნაწილში ვეტმფრენების მიმართულებით.

„სასაზღვრო მიმართულებით ვერტმფრენების პარკი შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად განახლდა. ორი მთლიანად, კაპიტალურად შეკეთებული ვერტმფრენი უკვე ადგილზეა. დაახლოებით ერთ კვირაში ჩამოვა მესამე ვერტმფრენი, ხოლო ნოემბრის ბოლოს იქნება მეოთხე ვერტმფრენი და ჩვენ 5 საფრენი აპარატი გვეყოლება, მთლიანად, კაპიტალურად გარემონტებული“, - განაცხადა ლევან კაკავამ.