მომავალ წელს სპორტის მიმართულების დაფინანსება 14 მილიონი ლარით გაიზრდება

მომავალ წელს სპორტის მიმართულების დაფინანსება 14 მილიონი ლარით გაიზრდება. როგორც მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა მომავალი წელს ოლიმპიადა ტარდება და ქართველ ოლიმპიელებს ხელშეწყობა ესაჭიროებათ. მინისტრმა კულტურის სფეროში დაგეგმილი სიახლეებიც მიმოიხილა.

„კულტურისა და სპორტის მიმართულებით მომავალი წლიდან დაგეგმილია კულტურის ფონდის ფუნქციონირება, რაც გულისხმობს იმას, რომ კულტურული პროექტების დაფინანსება იქნება გამჭვირვალე პროცესი და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მიეცემათ მეტი შესაძლებლობები, ექნებათ წვდომა მეტ რესურსთან, რაც მათ საინტერესო პროექტების განხორციელებაში დაეხმარებათ.

სპორტის მიმართულებითაც წლევანდელი წელი განსაკუთრებული წელია. ქართულ სპორტის ისტორიაში ასეთი შედეგები, ასეთი მიღწევები არ გვქონია. ყოველდღიურად განებივრებული ვართ ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო შედეგებით. ეს ყველაფერი ბიუჯეტშიც გამოიხატა. იზრდება სპორტის დაფინანსება 14 მილიონზე მეტი ლარით. მომავალი წელი არის ოლიმპიური წელი და ჩვენს ოლიმპიელებს დახმარება და ხელშეწყობა სჭირდება. ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წელი უფრო ღირსშესანიშნავი იქნება.

ბიუჯეტი სფეროების მიხედვით უკვე გათვალისწინებულია, მთავარია ამ ყველაფრის ეფექტურად განხორციელება“, - განაცხადა მინისტრმა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი მომავალ წელს 130 მლნ ლარით გაიზრდება
"მომავალი წლის ბიუჯეტი ეყრდნობა ჯანსაღ ეკონომიკურ პარამეტრებს, რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნებთან"
"ჩვენთვის 2020 წელსაც ძალიან მნიშვნელოვანია, პრიორიტეტული იყოს ჩვენი მოქალაქეების, ფერმერებისა და კერძო ინიციატივების მხარდაჭერა"