"2020 წლის ბიუჯეტი მოქალაქეზე ორიენტირებული იქნება"

2020 წლის ბიუჯეტი იქნება მოქალაქეზე ორიენტირებული და მასში სოციალური პასუხისმგებლობისა და ეკონომიკური განვითარების ამოცანები აისახება, - ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტზე მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა ერთობლივად იმუშავა.

„2020 წლის ბიუჯეტით პენსიონერებს ეზრდებათ პენსიები, იზრდება 18 წლამდე ასაკის, I და II ჯგუფის შშმ პირების პენსია, იზრდება მასწავლებლების და პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა ანაზღაურება, ასევე, მოიმატებს სოფლის ექიმების და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების, საბავშვო ბაღების აღმზრდელთა, პოლიციელების, ჯარისკაცების და მათთან გათანაბრებული პირების ანაზღაურება. 2020 წლის ბიუჯეტში ასახულია რეგიონების განვითარების და თვითმმართველობების საჭიროებები, განათლება, უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურული განვითარება და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები. ბიუჯეტის პროექტი, რომელზეც მთელმა პოლიტიკურმა გუნდმა ერთად ვიმუშავეთ, უკვე პარლამენტშია. პარლამენტი მუშაობს მის დასამტკიცებლად“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მომავალ წელს სპორტის მიმართულების დაფინანსება 14 მილიონი ლარით გაიზრდება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი მომავალ წელს 130 მლნ ლარით გაიზრდება
"მომავალი წლის ბიუჯეტი ეყრდნობა ჯანსაღ ეკონომიკურ პარამეტრებს, რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნებთან"