"ჩვენი მიზანი არის რომ ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ მაღალ დონეზე"

ჩვენი მიზანი არის რომ ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ მაღალ დონეზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა, „საქსტატის“ მონაცემების შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, აგვისტოში ქვეყანაში 5.8%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, 8 თვის მონაცემებით კი ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 5% შეადგინა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ეკონომიკური ზრდა ქვეყნის განვითარებაზე მსჯელობისთვის ერთადერთი მთავარი პარამეტრია.

„ეკონომიკური ზრდა არის ერთადერთი მთავარი პარამეტრი, რითაც შეიძლება ქვეყნის განვითარებაზე ვიმსჯელოთ. როდესაც ჩვენ თვითონ პატარა ეკონომიკა გვაქვს, საწყისი ბაზა გვაქვს დაბალი, რასაკვირველია, ასეთი ზრდების შეგრძნება პირდაპირ, მომენტალურად არ ხდება ყველგან. თუმცა სხვა გზა იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს და თითოეულმა მოქალაქემ ეს იგრძნოს, არ არის. ამიტომ ჩვენი მიზანი არის რომ ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ მაღალ დონეზე და მინდა გითხრათ, რომ 5%-იანი ზრდა, რომელიც დაგეგმილია, ეს ამბიციურია ამ კონტექსტიდან და მოცემულობიდან გამომდინარე, როდესაც ჩვენი რეგიონი, დღესდღეობით ჯამურად, საშუალო შეწონილად იზრდება მხოლოდ 0.1%-ით იზრდება, ეს არის ამბიციური გეგმაა. ამიტომ ჩვენი მიზანია ეს ზრდა შევინარჩუნოთ, განვავითაროთ და დამერწმუნეთ მოქალაქეებიც იგრძნობენ და სხვა გზა ბუნებაში არ არსებობს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

წინასწარი შეფასებით, ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 2,2%-ით გაიზარდა