სამინისტროების დაფინანსება - ბიუჯეტის პროექტი 2020

2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 14 211 880 700 ლარი იქნება, რაც 2019 წლის ბიუჯეტის გეგმასთან შედარებით 1,121 მლრდ ლარით მეტია (2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებები შეადგენს 13 090 000 000 ლარს) პროექტის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსდება.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სამინისტროების ასიგნებების მოცულობები ასე გამოიყურება:

ფინანსთა სამინისტრო: 93 მილიონი (2019 წლის ბიუჯეტთან შედარებით ზრდა 2 მლნ ლარი)

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: 364 მილიონი (2019 წელთან შედარებით კლებაა 5,5 მლნ ლარი)

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: 2 071 600 0000 (ზრდა 71,6 მლნ ლარი)

იუსტიციის სამინისტრო: 203 000 000 ლარი (ზრდა 21,870 მლნ ლარი)

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: 4 347 000 000 ლარი (ზრდა 378,6 მილიონი)

საგარეო საქმეთა სამინისტრო: 159 000 000 ლარი (ზრდა 22,5 მლნ ლარი)

თავდაცვის სამინისტრო: 880 000 000 ლარი (ზრდა - 5 მლნ ლარი)

შინაგან საქმეთა სამინისტრო: 770 000 000 ლარი (ზრდა 28,4 მლნ ლარი)

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: 353 000 000 ლარი (ზრდა - 14,1 მლნ ლარი)

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 1 636 000 000 ლარი (ზრდა 132,3 მლნ ლარი)

ელზა წიკლაური