ფინანსთა მინისტრი ივანე მჭავარიანი 2020 წელს ბიზნესს მეტად პროგნოზირებად გარემოს ჰპირდება. შესაბამისი განცხადება მინისტრმა მთავრობის რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ამასთან, მაჭავარიანი ბიზნესს ჰპირდება, რომ არ იქნება სიურპრიზები.
„ბიზნესს ვპირდებით, რომ მომავალ წელს გარემო იქნება კიდევ უფრო მეტად პროგნოზირებადი, იქნება გაცილებით მეტი კონტაქტი და კომუნიკაცია მათთან და ეს იქნება ღია. ვპირდებით, რომ არ იქნება სიურპრიზები. უფრო კონკრეტულად, ჩემი უწყების ფარგლებში ვაპირებთ, რომ უფრო სერვისზე ორიენტირებული და ციფრული გავხადოთ მომსახურება. გვჯერა, რომ ბიზნეს რეიტინგებში კიდევ უფრო წინ წავიწევთ, შესაბამისად ყველაფერს კარგს ვპირდებით ბიზნესს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, დღეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები წარადგინა.