"მნიშვნელოვანია უმოკლეს ვადებში აღდგეს ფრენები რუსეთ-საქართველოს შორის"

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას და რეალური გახდეს, რომ უმოკლეს ვადებში აღდგეს ფრენები რუსეთ-საქართველოს შორის.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ეს ეკონომიკურ ურთიერთობებს აშკარად ხელს შეუწყობს.

„ჩვენი ამოცანაა ზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე. შესაბამისად, ყველაფერი, რაც უკავშირდება ჩვენი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას, ეს არის ჩვენთვის ამოსავალი წერტილი და პრიორიტეტი. საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა თავის რუს კოლეგასთან უნდა ემსახურებოდეს ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. დიდი იმედი გვაქვს, ამ შეხვედრის შემდეგ მოიხსნება დამატებითი ბარიერები, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებს უკავშირდება. იგივე ფრენების აღდგენაზე იყო საუბარი. მნიშვნელოვანია ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას და რეალური გახდეს, რომ უმოკლეს ვადებში აღდგეს ფრენები. ეს ეკონომიკურ ურთიერთობებს აშკარად ხელს შეუწყობს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

"რუსეთთან ფრენების შეჩერებამ სერიოზულად დაგვაზარალა"
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წელს 3,808,651 მგზავრს მოემსახურა
18 იანვარს, პირველი რეგულარული ავიარეისი ანკარა-თბილი-ანკარას მიმართულებით შესრულდება