2020 წლის ბიუჯეტი ლარი/დოლარის 2.9808 ნიშნულის კურსზე დაიგეგმა

2020 წლის ბიუჯეტის პროექტში დოლარის კურსი 2.9808 ლარის ნიშნულზეა ჩადებული. დოკუმენტში სახელმწიფო ვალის გამოთვლისას გამოყენებულია ოფიციალური კურსი – 2019 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით. გასული წლის ბოლოს დამტკიცებულ ბიუჯეტში კურსი 2.66 ნიშნულზე იყო გათვალისწინებული.

პროექტით განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2020 წლის ბოლოსთვის არაუმეტეს 21,820 მლრდ ლარი იქნება, მათ შორის სახელმწიფო საგარეო ვალი – 16, 846 მლრდ ლარის ოდენობით იქნება, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი − 4,974 მლრდ-ს.

ელზა წიკლაური