2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბიუეჯიდან 42 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ღონისძიებებისთვის 42 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. როგორც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, საარჩევნო ღონისძიებების ხარჯების დასაფარად 41 მილიონ 953 ათასი ლარია გამოყოფილი, შრომის ანაზღაურებისთვის კი 19 531 ლარი.

ამასთან, მომავალ წელს ცენტრალური საარჩევნო კომისია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 72 მილიონ 569 ლარით დაფინანსდება. აქედან, ცესკო-ში დასაქმებული ადამიანების შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილია 29 ათას ლარზე მეტი, ხოლო ხარჯების დასაფარად 70 მილიონ ლარზე მეტი.

2020 წელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება მცირდება
რომან გოცირიძე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე - ეს არის უპასუხისმგებლო და წინასაარჩევნოდ გარკვეული კატეგორიის მოსახლეობის მოტყუების ბიუჯეტი
ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები წარადგინა