საქართველოს უზენაეს სასამართლოს დაფინანსება ეზრდება

საქართველოს უზენაეს სასამართლოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება ეზრდება. როგორც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, მომავალ წელს უზენაესი სასამართლოსთვის გამოყოფილი დაფინანსება 12 მილიონი ლარით განისაზღვრება, მიმდინარე წელს კი ეს მაჩვენებელი 9 მილიონ 500 ათასი ლარია.

ამასთან, დაახლოებით 5 მილიონი ლარით იზრდება საერთო სასამართლოების დაფინანსებაც. ამ მიმართულებით 2020 წელს 83 მილიონი ლარი დაიხარჯება.

2020 წელს განათლების, შს, იუსტიციის, საგარეო და თავდაცვის სამინისტროების დაფინანსება იზრდება
2020 წლისთვის სასწრაფო დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა თითქმის ორმაგდება, с ჰეპატიტის პროგრამისა და ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების დაფინანსება კი მცირდება
2020 წელს ტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად 20 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯება