Fitch-მა 2020 წლისთვის მსოფლიოს მშპ-ს ზრდის პროგნოზი 2012 წლის მინიმუმამდე გააუარესა

შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის ესკალაციის გამო 2020 წლისთვის გლობალური ეკონომიკის ზრდა შესაძლოა, 2012 წლის დროინდელ მინიმუმამდე შემცირდეს. ამის შესახებ Global Economic Outlook (GEO)-ის კვლევაშია ნათქვამი, რომელსაც სარეიტინგო კომპანია Fitch-ი გვთავაზობს.

მოსალოდნელია, რომ 2019 წელს მსოფლიო მშპ გაიზრდება 2,6%-ით, ხოლო 2020 წელს 2,5%-ით. ორივე მაჩვენებელი 0,2%-ით გაუარესდა წინა ანგარიშისგან განსხვავებით, რომელიც ივნისში გამოქვეყნდა. 2018 წელს გლობალური ეკონომიკა 3,2%-ით გაიზარდა.

ანაგრიშის თანახმად, დიდი ოცეულის 19 ქვეყანაში 2019 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპები შენელდება, ხოლო 2020 წლისთვის გაუარესება გაგრძელდება 16 ქვეყანაში.

ჩინეთში ეკონომიკური ზრდა ნავარაუდევი 6%-ის ნაცვლად 5,7% იქნება, ევროზონაში 1,3%-ის ნაცვლად 1,1%, შტატებში კი 1,8%-ის ნაცვლად 1,7%.

კოკა კვირკველია